logo
ENG



ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

15 ნოე 202117:01
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ანა წითლიძე

ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 5 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ინფორმაციას პარტიის წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს. 

"ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთახში შიმშილობა დაიწყეს არჩეულმა საკრებულოს წევრებმა: მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია, მალხაზ ჯალაღონია (ექიმი). ერთადერთი მოთხოვნით: გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ძალიან ვღელავ..", - წერს ანა წითლიძე Facebook-ზე

სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. ასევე, შიმშილობა დაიწყეს რუსთავის საკრებულოს, ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატმა


close დახურვა